სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალური ჯგუფების წევრები (სრული შემადგენლობით), 24 და 28 ოქტომბერს, გაივლიან სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულ სატრენინგო პროგრამას.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.
სასწავლო პროგრამის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 29 ტრენერი. პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე.