მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური ტრენინგები გაიარეს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჯამურად 11 279 სატრენინგო სესია ჩატარდა:
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება განახლებული კონცეფციის საფუძველზე წარიმართა, რომლის მიხედვით:
პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ზრდის ხელშწყობის მიმართულებით, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა კენჭისყრის დღისთვის შესასრულებელი ფუნქციები ეპიზოდური ინსცენირებების ფორმატში განახორციელეს; საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა კი ასევე ინტესიურად იმუშავეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარება სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 202-მა ტრენერმა უზრუნველყო.
სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართა:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ყოველი სატრენინგო სესიის დაწყების წინ, ტრენინგების ჩატარების 191 ლოკაციაზე მონაწილეებს უტარდებოდათ სწრაფი ტესტი.
მისასალმებელია, რომ სატრენინგო პროცესის მიმართ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიკვეთა:
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სატრენინგო პროცესზე დაკვირვების მიზნებისთვის უზრუნველყოფილი იყო ტრენინგების გრაფიკების პროაქტიული გასაჯაროვება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებ-გვებრდებზე. ტრენინგებს დაესწრო:
ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების მონაცემების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია:
3633 საუბნოს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე, ეტაპების მიხედვით დაესწრო (დეტალური): |
N4 კრწანისის ოლქში შემავალი 31 საუბნოს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე, ეტაპების მიხედვით დაესწრო (დეტალური): |
I ეტაპი - 38 169 წევრი (68%) II ეტაპი - 12 802 წევრი (66%) III ეტაპი - 14 451 წევრი (47%) IV ეტაპი - 9 495 წევრი (87%) V ეტაპი - 38 184 წევრი (62%) VI ეტაპი - 9 166 წევრი (84%) |
I ეტაპი - 312 წევრი (63%) II ეტაპი - 88 წევრი (95%) III ეტაპი - 410 წევრი (78%) IV ეტაპი - 90 წევრი (97%) |
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფად შექმნილი 73 სპეციალური ჯგუფისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო (დეტალური): |
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის/სპეციალური ჯგუფისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო (დეტალური): |
I ეტაპი - 819 წევრი (81%) |
I ეტაპი - 82 წევრი (91%) |
ტრენინგებზე, რიგ შემთხვევებში გამოვლენილ, დასწრების დაბალ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ გაკეთდა საჯარო მიმართვა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად ტრენინგებზე დასწრების მნიშვნელობის საკითხზე.
საუბნოს საარჩევნო კომისიების წევრთა ინფორმირებისა და მათ მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნებისთვის შემუშავდა:
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სიახლეები ეხმიანება სადამკვირვებლო ორგანიზაციების 2020 წლის არჩევნების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს და მიზნად ისახავს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას.