მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ და სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი, რომელიც განკუთვნილია საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის და ითვალისწინებს მათი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნებისთვის ინფორმირების ხელშეწყობას საარჩევნო საკითხებზე.
ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე არსებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე განთავსებული დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ პროგრამის მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს დეტალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა; საარჩევნო უბნის დახურვა, ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი; კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები; კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები. პროგრამაში ინტეგრირებული ტესტური დავალებები მომხმარებლისთვის ქმნის დამატებით რესურსს ცოდნის გადასამოწმებლად.
დაინტერესებული პირებისთვის, დისტანციური სასწავლო კურსის გარდა, ცესკომ და სწავლების ცენტრმა მოამზადა სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო მასალა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მასალა ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა ასევე უზრუნველყო 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების თარგმნა ინგლისურ ენაზე.
საინფორმაციო-სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია ბმულებზე: