საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საპილოტე ელექტრონული სასწავლო პროგრამა „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის

25.09.2021
ბეჭდვა

ცესკოს, სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა საპილოტე ელექტრონული სასწავლო პროგრამა „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“.

პროგრამის მიზანია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი  საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მდივანი) პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე.

აღნიშნული პროექტის იმპლემენტაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის გათვალისწინებულია საპილოტე რეჟიმში, მიმდინარე წლის 27-30 სექტემბრის პერიოდში.  საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ცენტრალიზებულად, პირისპირ ფორმატში ჩატარებული ტრენინგების დასრულების შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხზე მიღებული ცოდნა გადაამოწმონ პრაქტიკის მიზნებისთვის დამატებითი რესურსის სახით შემუშავებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

24 სექტემბერს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებთან. შეხვედრა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთევან მაისურაძემ გახსნეს, რომლებმაც, საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული უნარების განმტკიცებაზე ორიენტირებული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საპილოტე პროექტი საოლქო საარჩევნო კომისიების ორგანიზაციული მხარდაჭერით ხორციელდება. ელექტრონული პროგრამის გასავლელად საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება წვდომა კომპიუტერულ ტექნიკაზე (საარჩევნო ოლქის შენობებში ან სხვა შესაბამის სივრცეში).

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia