საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ

25.09.2021
ბეჭდვა

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დღეს ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანია შექმნას ინკლუზიური საარჩევნო გარემო და თითოეულ ამომრჩეველს თანაბრად უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.  

შეხვედრაზე ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერმა ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა და  მონაწილეებს კენჭისყრის დღის პროცედურებთან ერთად მათთვის მისაწვდომი სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციას ცესკოს საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც 2 ოქტომბერს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ოლქში არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

საინფორმაციო შეხვედრა ცესკოში არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, დისტანციურად, „Zoom“-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia