ცესკოს სწავლების ცენტრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, ახორციელებს საინფორმაციო - სასწავლო კურსს პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეციალური ჯგუფების წევრებისთვის.
ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, გადამზადებას გაივლის საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.
ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 7 ტრენერი (საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში). სწავლება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე.