დასახელება: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები (III ეტაპი)
მიზანი: საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტიანობის ზრდა, პანდემიის პირობებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, ჩართული მხარეებისა და ამომრჩველებისთვის შესაბამისი სერვისის გაუჯობესება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობა
სამიზნე ჯგუფი: პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები
განხორციელების პერიოდი: 7 - 10 სექტემბერი, 2021 წელი
განხორციელების ადგილი: საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტი
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა:
მომზადებულია ტრენინგის მიმდინარეობისას არსებული მონაცემების გათვალისწინებით:
ტრენინგის III ეტაპზე დასასწრებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა - 30 700
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო - 3633 საუბნო საარჩევნო კომისიის 14 451 წევრმა (47%), მათ შორის, ქალი - 10 889 (75%) და კაცი - 3 562 (25%)
მონაწილეთა დეტალური სტატისტიკა
შენიშვნა: მონაცემებში არ არის შეყვანილი N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა (საპილოტე პროექტის ფარგლებში მონაცემი ცალკე მუშავდება)