ცესკოს სწავლების ცენტრი აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, III ეტაპი ეთმობა პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლებას.
ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარება და სხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.
სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია სწრაფი ტესტის ჩატარება.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 7 - 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები 2021 წლის 4 - 6 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 3633 საუბნო საარჩევნო კომისიის 12 802 წევრმა (შენიშვნა: მონაცემებში არ არის შეყვანილი N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა (საპილოტე პროექტის ფარგლებში მონაცემი ცალკე მუშავდება)). დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე