საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრის დირექტორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

16.09.2021
ბეჭდვა

16 სექტემბერს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს მარსელ ნაგის შეხვდა.

შეხვედარზე ყურადღება გამახვილდა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მიზნით შემუშავებული ინტენსიური ტრენინგების კონცეფციაზე. სწავლების ცენტრის დირექტორმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს ასევე მიაწოდა ინფორმაცია N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად მიმდინარე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების პროცესზე.

არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით განხილულ იქნა ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები, მათ შორის, ქალი კანდიდატებისთვის, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას საჯარო უწყებებში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი/სამსახურებრივი  მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მიზნით საჯარო მოსამსახურეებისთვის შემუშავებულ დისტანციურ ელქტრონულ სასწავლო პროგრამაზე.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს მიეწოდა ინფორმაცია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო მასალაზე, რომელიც, მათ შორის ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia