2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 17 სექტემბრიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების V ეტაპი, რომელიც ეთმობა საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის გადამზადებას.
ტრენინგების ფარგლებში საუბნო კომისიების წევრები პრაქტიკულად განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებებს:
ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნობიან კენჭისყრის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები V ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 17-24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა IV ეტაპის ტრენინგები 2021 წლის 12 - 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 3633 საუბნო საარჩევნო კომისიის 9 495 წევრმა (შენიშვნა: მონაცემებში არ არის შეყვანილი N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა (საპილოტე პროექტის ფარგლებში მონაცემი ცალკე მუშავდება)). დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.