საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

14.09.2021
ბეჭდვა

14 სექტემბერს, ცესკოს, სწავლების ცენტრისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელ პირებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას საჯარო უწყებებში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი/სამსახურებრივი  მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შეხვედარზე წარადგინა საჯარო მოსამსახურეების ინფორმირების მიზნებისთვის განახლებული დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“. პროგრამა ეფუძნება საკანონმდებლო სიახლეებს და „2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ“ ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, 2021 წლის 8 სექტემბერს, გაფორმებულ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

საჯარო სამსახურის ბიურომ გამოთქვა მზაობა, ინიცირებული თანამშრომლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს საჯარო მოსამსახურეების საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში ჩართულობას და ამ მიზნით უზრუნველყოს სასწავლო რესურსის შესახებ ინფორმაციის დაყვანა სახელმწიფო უწყებებში, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე.

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე ირინა აღაპიშვილი.

ცესკომ, სწავლების ცენტრმა და საჯარო სამსახურის ბიურომ სამუშაო ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia