დასახელება: საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის
მიზანი: საარჩევნო საკითხებზე არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების ხელშეწყობა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის
სამიზნე ჯგუფი: ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების (პოლიტიკური პარტია/საინიციატივო ჯგუფი) წარმომადგენლები
განხორციელების პერიოდი: 11 სექტემბერი, 2021 წელი
განხორციელების ადგილი: შეხვედრა დისტანციურ ფორმატში ჩატარდა
მონაწილეთა სტატისტიკა: საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 14 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 31 წარმომადგენელმა (მათ შორის ქალი - 21, კაცი - 10) და 17 საარჩევნო სუბიექტის 43 წარმომადგენელმა (მათ შორის ქალი - 16 , კაცი - 27).