დასახელება: ქალთა საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა
მიზანი: საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გააქტიურებისა და საარჩევნო საკითხებზე მათი ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობა, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის
სამიზნე ჯგუფი: საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ქალები
სასწავლო მოდულები: გენდერული თანასწორობა არჩევნებში; ძირითადი საკანონმდებლო სიახლეები მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან მიმართებით; საკრებულოს წევრობის/მერობის კანდიდატის რეგისტრაციის წესი და ვადა; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში; კიბერშევიწროვების პრევენცია; საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა (კომუნიკაცია საარჩევნო კომისიებთან; კენჭისყრის დღე; საარჩევნო დავები).
განხორციელების პერიოდი: 2 სექტემბერი, 2021 წელი
განხორციელების ადგილი: შეხვედრა დისტანციურ ფორმატში ჩატარდა
მონაწილეთა სტატისტიკა: ჩატარდა ორი სატრენინგო სესია, ტრენინგი გაიარა 12 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილმა 29 ქალმა