საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან

01.09.2021
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრი 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს, რომელშიც მონაწილეობას საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობა მიიღებს.

შეხვედრის მიზანია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, საარჩევნო ოპერაციების ეფექტიანად მართვის უზრუნველსაყოფად.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს, რომ არჩევნებისთვის საქმიანობის მაღალი სტანდარტით განსახორციელებლად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციების აღსრულების მიზნით ერთგვაროვანი პრაქტიკის განმტკიცება და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების გუნდურად, კონსტრუქციულად მუშაობა.

73 საოლქო საარჩევნო კომისიის  1241 წევრისგან დაკომპლექტებულ 18 ჯგუფთან საინფორმაციო შეხვედრები, 1-5 სექტემბრის პერიოდში, დისტანციურ ფორმატში წარიმართება.

მონაწილეები დეტალურად ეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს: საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატი, უფლებამოსილებების მიმოხილვა და პროფესიული ეთიკა; საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში; ამომრჩეველთა სიების შედგენა, გამოქვეყნება და მონაცემთა გადამოწმება; საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია; კენჭისყრის დღის პროცედურები და ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი; კენჭისყრის დასრულების შემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიიდან დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა დათვლა; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება.

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, შეხვედრის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის, კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, განსახორციელებელი სერვისების შესახებ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia