ინკლუზიური და მისაწვდომი ვიდეორგოლების შექმნის საკითხებზე 12 ივლისს ცესკოში ტრენინგი გაიმართა. სწავლებას, რომელიც ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას ეფუძნება, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ორგანიზებით შედგა; ონლაინ ტრენინგში, ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები, ცესკოსა და სწავლების ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ის საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი, რომელიც ამომრჩევლების ინფორმირების და განათლების მიზნით მომზადებული ვიდეოების შემუშავებისას გამოიყენება. ტრენინგზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ამ ტიპის ვიდეორგოლების შექმნის პროცესში აუცილებელია შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალი კადრების ჩართულობა.
ტრენინგის ფარგლებში ასევე განიხილეს ინკლუზიური ვიდეოს ნიმუში, რომლის მაგალითზეც იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ინკლუზიური და მისაწვდომი მახასიათებლების იდენტიფიცირება და ინკლუზიური ვიდეორგოლის შემუშავება.
ტრენინგი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინკლუზიის უფროსმა სპეციალისტმა რებეკა ააბერგმა და შშმ ამომრჩეველთა განათლების უფროსმა სპეციალისტმა ლასანტი დასკონიმ ჩაატარეს.