საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შესასწავლად გასამართი კენჭისყრის პროცესის პილოტისთვის

10.06.2021
ბეჭდვა

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით, 2021 წლის მარტიდან, სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის შემოთავაზებით 2021 წლის 12 ივნისისთვის განისაზღვრა იმიტირებული არჩევნების ჩატარება ცესკოს შენობაში.

ზემოაღნიშნული პილოტის მიზნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადასამზადებლად, ცესკომ და სწავლების ცენტრმა 10 ივნისს უზრუნველყო შესაბამისი პროცედურული ტრენინგის ჩატარება. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესასრულებელ ფუნქციებს საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩათვლით პროცესში, პილოტის ფარგლებში შემოტანილ პროცედურულ და ტექნოლოგიურ სიახლეებზე აქცენტირებით.

ტრენინგის ფორმატში სამიზნე ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებებში, რომელიც ტექნოლოგიური რესურსის გამოყენების პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო. პარტიების ინიციატივით პილოტისთვის შემუშავებული ტექნოლოგიური პლატფორმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებს დამატებით ინფორმაციას   აწვდიდა სპეციალური ჯგუფის წევრი, პოლიტიკური პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ წარმომადგენელი, იმედა კლდიაშვილი.

პილოტის მიზნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები (დეტალური სტატისტიკა იხ. ბმულზე).

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia