ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოამზადა.
ანგარიში 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული საქმიანობების აღწერას მოიცავს.
2020 წელს საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩაატარა. პარლამენტის არჩევნების (I და II ტური) ორგანიზების პროცესში გათვალისწინებული იყო ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათ შორის, განსაკუთრებით პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები.
ახალი გამოწვევების საპასუხოდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება, და მიიღო მრავალი სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილება. პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი და განახორციელა კენჭისყრის პროცედურის ორგანიზებისთვის საჭირო პრევენციული ღონისძიებები.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლისთვის. ხელი შეუწყო ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ასევე, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ.
ანგარიშში ასახულია დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის ამაღლების, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, კიბერ საფრთხეების აცილებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.