საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში

02.02.2021
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პარლამენტის არჩევნების ორგანიზებისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

პარლამენტის არჩევნები მოიცავდა 31 ოქტომბერს ჩატარებულ I ტურს და 21 ნოემბერს გამართულ II ტურს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 

პარლამენტის არჩევნებთან ერთად გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების I და II ტური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ქალაქ თბილისის (კრწანისის №4.07 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი), თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების I და II ტური.

პარლამენტის არჩევნების (I და II ტური) ორგანიზების პროცესში გათვალისწინებული იყო ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათ შორის, განსაკუთრებით პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ პარლამენტის არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, სადაც ხარვეზების მიუხედავად, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები.

ანგარიში იხილეთ ბმულზე

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
12345
6
7
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia