სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2020 წლის 21 ნოემბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პროფესიული გადამზადების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, 16-19 ნოემბრის პერიოდში, შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ინსტრუქტაჟი ჩაუტარა.
პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება ორ ეტაპიანი სისტემით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც I ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ინსტრუქტაჟს დაეთმო (9 წევრი თითო საუბნო საარჩევნო კომისიიდან, გარდა კომისიის ხელმძღვანელი პირებისა), ხოლო II ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, კომპეტენციის შესაბამისად, ინფორმაცია მიიღეს შემდეგ ძირითად საკითხებზე:
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება უზრუნველყვეს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული სწავლება გაიარა 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოქმედი 1923 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, მათ შორის, გამონაკლის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა (დასწრების დეტალური სტატისტიკა იხ. ბმულზე).