2020 წლის 21 ნოემბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პროფესიული გადამზადების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, 16-19 ნოემბერის პერიოდში, შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ.
პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება ორ ეტაპიანი სისტემით განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც I ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ინსტრუქტაჟს დაეთმობა (9 წევრი თითო საუბნო საარჩევნო კომისიიდან, გარდა კომისიის ხელმძღვანელი პირებისა), ხოლო II ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) პრაქტიკული სწავლება ჩატარდება.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კომპეტენციის შესაბამისად ინფორმაციას მიიღებენ შემდეგ ძირითადი საკითხებზე:
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები უზრუნველყოფენ. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულ სწავლებას გაივლის 1923 საუბნო საარჩევნო კომისია (მათ შორის, გამონაკლის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისია), რომლებიც არჩევნების მეორე ტურისთვის 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოემსახურებიან ამომრჩევლებს.
საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის I ეტაპის გრაფიკები იხილეთ ბმულზე.
საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის II ეტაპის გრაფიკები იხილეთ ბმულზე.
გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.