საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებთან

24.10.2020
ბეჭდვა

2020 წლის 23 ოქტომბერს, სწავლების ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო.  

შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც საქართველოში გასამართი არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების და ასამბლეების წარმომადგენლებს პროტოკოლურ უზრუნველყოფას გაუწევენ.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო: პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; კენჭისყრის დღის პროცედურები; საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული საქმიანობის ასპექტები; არჩევნებში ჩართული მხარეების, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში; ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების რეალიზების მექანიზმი (მათ შორის, საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხები).

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის აპარატის 17  წარმომადგენელმა მიიღო (მათ შორის, ქალი - 14, კაცი - 3).

ღონისძიება სწავლების ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის 2018 წლის 3 მაისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა, რაც მიზანად ისახავს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას ერთობლივი სასწავლო - საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.

 

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
171819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia