2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება IV ეტაპის ტრენინგები.
აღნიშნულ ეტაპზე გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლება პროფილური პროგრამით, რომლის ფარგლებში განიხილება შემდეგი ძირითადი საკითხები:
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სატრენინგო პროგრამა ჩატარდება სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
IV ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას დაეთმო.