საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა II ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის

06.10.2020
ბეჭდვა

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 7 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება II ეტაპის ტრენინგები.

აღნიშნული ეტაპზე გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლება პროფილური პროგრამით, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები კენჭისყრის პროცესში და რეაგირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის დახურვის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები დათვლის პროცესში და რეაგირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენცია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენცია საოლქო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით (მათ შორის, საკანონმდებლო სიახლე - ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი);
  • ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები;
  • არჩევნების უსაფრთხოება.

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სატრენინგო პროგრამა  ჩატარდება სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

II ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 24 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 3657 საუბნო საარჩევნო კომისიის  32 154  წევრმა (მათ შორის ქალი - 24 986, კაცი - 7 168).

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia