სწავლების ცენტრმა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 8 უმაღლეს სასწავლებელში საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა განახორციელა.
სემესტრული სწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 370 (ქალი - 239, კაცი - 131) სტუდენტმა გაიარა.
პროგრამის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები არჩევნებთან დაკავშირებით დეტალურად გაეცნენ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს და განიხილეს საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკა. აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულს, 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით, სტუდენტებმა ფინალური გამოცდები ჩააბარეს.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომებიდან გამომდინარე, განხორციელდა სასწავლო პროგრამის ადაპტირება და სასწავლო პროცესი ონლაინ პლატფორმების გამოყენებით წარიმართა.
საარჩევნო სამართლის სასწავლო პროგრამის მორიგი ეტაპი 2020-2021 სასწავლო წლისთვის დაიწყება. სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამა 2010 წლიდან ხორციელდება. პროგრამა დღემდე 6003 სტუდენტმა გაიარა.