საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ცნობიერების ამაღლლებაზე ორიენტირებული საგრანტო პროექტების განხორციელება იწყება (2020 წლის 6 თებერვლის კონკურსი)

15.06.2020
ბეჭდვა

სწავლების ცენტრის მიერ 2020 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 30 არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო საგრანტო პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებით:

  • პირველი მიმართულება - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
  • მეორე მიმართულება - ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში.

პირველ მიმართულებაზე დაფინანსებული ოცდაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსის გაძლიერებას პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.     

პროექტები განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა) 2020 წლის 15 ივნისიდან - 14 სექტემბრის პერიოდში.

მეორე მიმართულებაზე დაფინანსებული ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას შემდეგ ძირითად საკითხებზე: საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი;  ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულება; დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები; ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პროცესში; გენდერულ თანასწორობა არჩევნებში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდაზე მიმართულ სხვა საკითხები.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები განხორციელდება რვა რეგიონში (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია და აჭარა) 2020 წლის 15 ივნისი - 14 აგვისტოს პერიოდში.

პროექტების ფარგლებში პირველ ეტაპზე ჩასატარებელი ღონისძიებების გრაფიკი (15 ივნისი - 15 ივლისი) განთავსებულია პროექტების რუკაზე. შემდგომი ეტაპის ღონისძიებები გრაფიკში აისახება ეტაპობრივად. გრაფიკი ასევე მოიცავს ინფორმაციას განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia