EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასწავლო კურსი “საარჩევნო სამართალი” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის - 2019 - 2020 წელი (შემოდგომის სემესტრი)

დასახელება: სასწავლო კურსი “საარჩევნო სამართალი” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის

მიზანი: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავება საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

სამიზნე  ჯგუფი: პარტნიორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

სასწავლო მოდულები: არჩევნების ცნება, არჩევნების სახეები და პერიოდულობა; საარჩევნო სისტემები, საქართველოს საარჩევნო სამართლის წყაროები და პრინციპები; საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის მართვის ორგანო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებები და მუშაობის წესი; არჩევნებში ჩართული მხარეები; ამომრჩეველთა რეგისტრაცია; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა; არჩევნების დაფინანსება; კენჭისყრის დრო და ადგილი; საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება; კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება/დადგენა; საარჩევნო დავები; საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები; საქართველოს პარლამენტის არჩევნები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები; თვითმმართველი ქალაქის მერის (თვითმმართველი თემის გამგებლის) არჩევნები; რეფერენდუმი, პლებისციტი

განხორციელების პერიოდი: 18 სექტემბერი, 2019 წელი  - 29 იანვარი, 2020 წელი

მონაწილეთა სტატისტიკა: სასწავლო კურსი გაიარა და სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 273 სტუდენტმა, მათ შორის ქალი - 178; კაცი - 95.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციაhttp://electionreforms.ge/geo/list/show/2827-partnior-universitetebshi-2019-2020-sastsavlo-tslis-shemodgomis-semestruli-stsavleba-daitsko

http://electionreforms.ge/geo/list/show/2894-dasrulda-2019-2020-sastsavlo-tslis-shemodgomis-semestruli-stsavleba-partnior-universitetebshi