„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“
ცესკო და სწავლების ცენტრი, 2020 წლის 28 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.
პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას. სამ დღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.
სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
- დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
- საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (ეთიკის კოდექსი);
- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მიმოხილვა (საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი);
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში;
- საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
- კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების შესრულება და ხმის მიცემის პროცედურა;
- კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საარჩევნო უბნის დახურვა;
- საარჩევნო ბიულეტენების დათვლა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების“ ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები.
ინფორმაცია სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:
- სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ ან/და სასწავლო პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ სერტიფიკატი.
- სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2020 წლის 16 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პერიოდში.
- რეგისტრციისთვის საჭიროა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა), რომელსაც დაერთვება შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი;
- საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ სერტიფიკატის ან/და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ სერტიფიკატის ფოტოასლი (არსებობის შემთხვევაში).
- რეგისტრაციისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შევსებული აპლიკაცია, თანდართული დოკუმენტაციით, უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: მატერიალური ფორმით (ცხრილში მითითებულ მისამართზე, 2020 წლის 16 მარტის 10:00 საათიდან - 27 მარტის 18:00 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა) ან დისტანციურად ელექტრონული ფორმით (ცხრილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, 2020 წლის 16 მარტიდან - 27 მარტის 24 საათამდე).
- პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით განსაზღვრული მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები:
საოლქო საარჩევნო კომისია |
დოკუმენტაციის წარდგენა მატერიალური ფორმით - მისამართზე |
დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული ფოსტის მისამართზე |
შესარჩევ მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები |
№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია |
შიო მღვიმელის ქ. №1 |
114 |
|
№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია |
ვაჟა ფშაველას გამზ. №32 |
234 |
|
№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია |
ვაჟა ფშაველას გამზ. №32 |
273 |
|
№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია |
აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, ცესკოს შენობა |
96 |
|
№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია |
აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, ცესკოს შენობა |
231 |
|
№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია |
მესამე მასივი, კალოუბნის №18 |
345 |
|
№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ჯავახიშვილის ქ. №51 |
129 |
|
№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია |
აღმაშენებლის გამზ. №140ა |
162 |
|
№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია |
სარაჯიშვილის ქ. №1 |
291 |
|
№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია |
მუხიანი, მე-3 მ/რ, კორპ. №23 |
330 |
|
№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია |
საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. №15 |
150 |
|
№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია |
გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18 |
153 |
|
№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია |
სიღნაღი, დ. აღმაშენებლის ქ. №13 |
105 |
|
№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია |
დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. №29 |
69 |
|
№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია |
ლაგოდეხი, ზაქათალას ქუჩა №44 |
15_lagodekhi@cec.gov.ge |
111 |
№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია |
ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №34 |
90 |
|
№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია |
თელავი, დავითაშვილის ქუჩა №2 |
162 |
|
№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია |
ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50 |
18_akhmeta@cec.gov.ge |
87 |
№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
თიანეთი, რუსთაველის ქ. №54 |
60 |
|
№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19 |
252 |
|
№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია |
გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №36 |
189 |
|
№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია |
მარნეული, რუსთაველის №69 |
270 |
|
№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №68 |
186 |
|
№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია |
დმანისი, წმინდა ნინოს №39 |
150 |
|
№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია |
წალკა, არისტოტელეს №17 |
132 |
|
№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია |
თეთრიწყარო, თამარ მეფის №35 |
126 |
|
№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №51 |
135 |
|
№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
დუშეთი, მ. კოსტავას №23 |
150 |
|
№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია |
ყაზბეგი, აღმაშენებლის ქ. №9 |
30 |
|
№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია |
კასპი, კოსტავას ქ. №16 |
114 |
|
№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია |
გორი, სამების ქ. №1 |
315 |
|
№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქარელი, თამარ მეფის ქ. №24 |
117 |
|
№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ხაშური, კოსტავას ქ. №7 |
156 |
|
№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. №11 |
90 |
|
№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია |
ახალციხე, კეცხოველის ქ. №6 |
105
|
|
№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია |
ადიგენი, არტემ ბალახაშვილის ქ. №19 |
54 |
|
№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია |
ასპინძა, ერეკლე მეორის ქ. №6 |
69 |
|
№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია |
ახალქალაქი, ჯავახიშვილის ქ. №2 |
210 |
|
№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია |
ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №23 |
111 |
|
№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია |
ონი, ქაფიანიძის ქ. №90 |
69 |
|
№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. №18 |
111 |
|
№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია |
ცაგერი, რუსთაველის ქ. №41 |
123 |
|
№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია |
ლენტეხი, თამარ მეფის ქ. №31 |
69 |
|
№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია |
მესტია, თამარ მეფის ქ. №14 |
120 |
|
№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია |
ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №46 |
111 |
|
№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია |
თერჯოლა, რუსთაველის ქ. №117 |
99 |
|
№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია |
საჩხერე, მაჭავარიანის ქ. №41 |
171 |
|
№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია |
ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5 |
159 |
|
№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბაღდათი, სააკაძის ქ. №5 |
90 |
|
№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია |
ვანი, თავისუფლების ქ. №63 |
93 |
|
№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია |
სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6 |
150 |
|
№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია |
ხონი, კაკაბაძის ქ. №2 |
87 |
|
№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №5ა |
174 |
|
№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია |
ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. №8 |
111 |
|
№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია |
წყალტუბო, ალ. ყაზბეგის ქ. №2ა |
201 |
|
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №31 |
369 |
|
№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1 |
186 |
|
№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №76 |
114 |
|
№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ჩოხატაური, დუმბაძის ქ. №35 |
114 |
|
№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია |
აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა |
72 |
|
№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია |
სენაკი, რუსთაველის ქ. №221 |
129 |
|
№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია |
მარტვილის, გამსახურდიას ქ. №4 |
117 |
|
№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია |
ხობი, ცოტნე დადიანი ქ. №185 |
96 |
|
№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია |
ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58 |
321 |
|
№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია |
წალენჯიხა, სალიას ქ. №3 |
84 |
|
№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია |
ჩხოროწყუ, კოსტავას ქ. №22 |
81 |
|
№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. ფოთი, 26 მაისის №7 |
96 |
|
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №27 |
306 |
|
№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია |
დაბა ქედა, წერეთლის ქ. №2 |
93 |
|
№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. №10 |
195 |
|
№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია |
შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №2 |
147 |
|
№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია |
ბათუმი, ტაოს ქ. №1 |
138 |
|
№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია |
ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. №9 |
162 |
შენიშვნა:
- ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
- „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განხორციელდება პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ადგილის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე.
- სასწავლო პროგრამა ჩატარდება 2020 წლის 28 აპრილიდან - 29 მაისის პერიოდში.
- პროგრამისთვის შერჩეული მონაწილეების ტრენინგზე მოწვევა განხორციელდება არაუგიანესს 2020 წლის 16 აპრილისა. მონაწილეების ინფორმირება ტრენინგების დაზუსტებული თარიღის თაობაზე, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე მონაწილეებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით ან სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.
- პროექტის ფარგლებში არ ანაზღაურდება მონაწილეთა ტრანსპორტირებასა და კვებასთან დაკავშირებული ხარჯი.