საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმა და 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

30.12.2019
ბეჭდვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმა და 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს:

  • საარჩევნო კულტურა და განათლება
  • არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება
  • საარჩევნო სერვისები და ტექნოლოგიები
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემო
  • მართვის ეფექტიანობა და ინსტიტუციური გაძლიერება

2020 - 2023 წლების სტრატეგიული გეგმა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილმა სტრატეგიული დაგეგმარების ძირითადმა გუნდმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე მოამზადა.

დოკუმენტი შემუშავდა წინა სტრატეგიული გეგმის განხორციელების შედეგების, ჩართულ მხარეთა მოლოდინების, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების და ახალი გამოწვევების ანალიზის საფუძველზე. დოკუმენტის შემუშავების პროცესში სტრატეგიული დაგეგმარების ძირითადი გუნდი აქტიურად თანმშრომლობდა ცესკოს წევრებთან, აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცესკოს სწავლების ცენტრთან; ასევე გაიმართა კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან. 

როგორც 26 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (რომელზეც დამტკიცდა ზემოაღნიშნული დოკუმენტები) ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ძირითადი გუნდის წევრებმა აქტიურად იმუშავეს იმისათვის, რომ შექმნილიყო სრულფასოვანი დოკუმენტები საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტური საქმიანობის უზრუნველსაყოფად და ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს.

იხილეთ თანდართული დოკუმენტები:

2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმა

2020 წლის სამოქმედო გეგმა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia