2019 წლის 19 დეკემბერს დასრულდა სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ II ეტაპი.
პროექტი მიზნად ისახავდა საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური პოტენციური საკადრო რესურსის გამოვლენასა და განვითარებას. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სამ დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები პრაქტიკული სწავლების ფორმატში გაეცნენ კენჭისყრის დღის პროცედურებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.
სასწავლო პროექტის I ეტაპი, 2019 წლის 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, 64 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და მასში მონაწილეობა 7746 პირმა მიიღო. II ეტაპზე სასწავლო პროექტმა 8 მუნიციპალიტეტი მოიცვა და მასში მონაწილე პირთა რაოდენობამ 610 შეადგინა. ჯამში წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში 8356 მონაწილე გადამზადდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ სასწავლო პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს. დღემდე „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ 20147-მა მონაწილემ გაიარა.