საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სომეხ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

19.12.2019
ბეჭდვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ცესკოს წარმომადგენლებმა სომხეთის დელეგაციას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

დელეგაციის წევრები, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაციის მდივანი, წევრი, აპარატის თანამშრომლები და სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, შეხვდნენ ცესკოს ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის, ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტების უფროსებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციების სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი, საარჩევნო დავების განხილვა, არჩევნების ორგანიზება და ასევე ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესებში.

რაც შეეხება ცესკოს 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტს, ამის შესახებ სომეხ კოლეგებს ინფორმაცია ცესკოს პრეს-სპიკერმა და სტრატეგიული დაგეგმარების გუნდის ხელმძღვანელმა ანა მიქელაძემ წარუდგინა. მან ჯგუფის წევრებთან დეტალურად განიხილა სტრატეგიული გეგმის პროექტის ძირითადი მიმართულებები.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს სწავლების ცენტრის ხელმღვანელ ნათია ზაალიშვილსა და ცენტრის წარმომადგენლებთან, სადაც სწავლების ცენტრის შესაძლებლობებსა და ეფექტურობაზე იმსჯელეს.

ჯგუფის წევრებმა ცესკოში არსებული ისტორიული ფოტო-გამოფენა დაათვალიერეს და ცესკოს ბიბლიოთეკაც მოინახულეს.

16-17 დეკემბერს, სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის, „არჩევნების ხელშეწყობის პროექტი სომხეთში“, ფარგლებში გაიმართა. 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia