საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმისა და 2020 წლის სამოქმედო გეგმის პროექტები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა წინანდალში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. მონაწილეებს ასევე მიესალმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პროექტის ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე. შეხვედრის მონაწილეებმა თავდაპირველად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 სტრატეგიული გეგმის პროექტი განიხილეს, რომელიც მათ ცესკოს პრეს-სპიკერმა, სტრატეგიული დაგეგმარების გუნდის ხელმძღვანელმა, ანა მიქელაძემ წარუდგინა.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის 2020 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის დეტალურ განხილვას დაეთმო, რომლის მოდერატორიც ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა იყო. სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები პროექტის მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება:
სამუშაო შეხვედრა 10-13 დეკემბერს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით გაიმართა. მასში ცესკოს წევრები, სწავლების ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ასევე IFES-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.