საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია

01.11.2019
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამოცდისთვის დარეგისტრირდნენ დისტანციურად, 2019 წლის 4 ნოემბრის 10:00 საათიდან - 17 ნოემბრის 24:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/ 

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

  • გამოცდის ჩაბარების მსურველი ავსებს ელექტრონული განაცხადის ველებს - პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი;
  • ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი;
  • სასურველია გამოცდის ჩაბარების მსურველმა ასევე შეავსოს საკონტაქტო ინფორმაციის ველები - ტელეფონი და ელ-ფოსტა;
  • გამოცდის ჩაბარების მსურველი შეხედულებისამებრ ნიშნავს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ველს (თანხმობის საფუძველზე, გამოცდის ჩაბარების მსურველის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაიცემა საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში);
  • გამოცდის ჩაბარების მსურველი რეგისტრაციისას შეხედულებისამებრ არჩევს გამოცდის ჩაბარების ადგილს (თბილისი ან ქუთაისი), ასევე, გამოცდაზე გამოცხადების თარიღსა და დროს (საათი);

აღსანიშნავია, რომ დღემდე სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდებოდა თბილისში მოქმედ საგამოცდო ცენტრში, წელს კი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დამატებით გაიხსნა ახალი საგამოცდო ცენტრი ქუთაისში;

  • შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს აგრეთვე  აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრებს, 2019 წლის 4 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა, შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა);
  • ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N31 (N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).

საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციის გასავლელად გამოცდის ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

გამოცდის ტესტები

გამოცდის ჩატარების წესი

სასერტიფიკაციო გამოცდის საჯაროობა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)

ვიდეო გალერეა

2019 წლის 4 ნოემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება 2019 წლის 4 ნოემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება (სომხურ ენაზე) 2019 წლის 4 ნოემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება (აზერბაიჯანულ ენაზე)
  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia