EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის

2019 წლის  27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის 16 - 23 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდება N15 ლაგოდეხის, N38 ადიგენის და N65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში შემავალი 7 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით;
  • კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვა და ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურული მექანიზმები;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.

ტრენინგების მეორე ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები პრაქტიკულად განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებს კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურების, კენჭისყრის შენობის დახურვის/ხმის დათვლის პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას). ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნობიან კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციებსა და არჩევნების უსაფრთხოების საკითხებს.

ტრენინგებს ჩატარებას სწავლების ცენტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულებზე:

გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.