საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის

26.08.2019
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი, 2019 წლის 25 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას. სამ დღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.

სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საარჩევნო მოხელის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (ეთიკის კოდექსი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში;
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების შესრულება და ხმის მიცემის პროცედურა;
  • კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საარჩევნო უბნის დახურვა;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების“ ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები.

ინფორმაცია სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:

  • სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ ან/და სასწავლო პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ სერტიფიკატი.
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2019 წლის 29 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. რეგისტრციისთვის საჭიროა პროექტში მონაწილეობის მსურველმა პირმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა), რომელსაც დაერთვება შემდეგი დოკუმენტაცია:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ სერტიფიკატის ან/და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ სერტიფიკატის ფოტოასლი (არსებობის შემთხვევაში).
  • რეგისტრაციისთვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შევსებული აპლიკაცია, თანდართული დოკუმენტაციით, უნდა წარუდგინოს ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საყურადღებოა, რომ პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით განსაზღვრული მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები:

 

საოლქო საარჩევნო კომისია

მისამართი

შესარჩევ მონაწილეთა რაოდენობის  ფარგლები

№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

შიო მღვიმელის ქ. №1

114

№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ვაჟა ფშაველას გამზ. №32

234

№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

ვაჟა ფშაველას გამზ. №32

273

№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, ცესკოს შენობა

96

№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, ცესკოს შენობა

231

№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია

მესამე მასივი, კალოუბნის №18

345

№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ჯავახიშვილის ქ. №51

129

№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის გამზ. №140ა

162

№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია

სარაჯიშვილის ქ. №1

291

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

მუხიანი, მე-3 მ/რ, კორპ. №23

330

№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია

საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. №15

150

№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია

გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18

158

№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია

სიღნაღი, დ. აღმაშენებლის ქ. №13

105

№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. №29

69

№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ლაგოდეხი, ზაქათალას ქუჩა №44

111

№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია

ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №34

90

№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია

თელავი, დავითაშვილის ქუჩა №2

162

№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია

ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50

87

№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია

თიანეთი, რუსთაველის ქ. №54

60

№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19

252

№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია

გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №36

189

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია

მარნეული, რუსთაველის №69

270

№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია

ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №68

186

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია

დმანისი, წმინდა ნინოს №39

150

№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია

წალკა, არისტოტელეს №17

132

№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

თეთრიწყარო, თამარ მეფის №35

126

№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №51

135

№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია

დუშეთი, მ. კოსტავას №23

150

№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

ყაზბეგი, აღმაშენებლის ქ. №9

30

№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია

კასპი, კოსტავას ქ. №16

114

№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია

გორი, სამების ქ. №1

315

№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია

ქარელი, თამარ მეფის ქ. №24

117

№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია

ხაშური, კოსტავას ქ. №7

156

№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია

ბორჯომი, წმინდა ნინოს  ქ. №11

90

№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია

ახალციხე, რუსთაველის ქ. №45

105

№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია

ადიგენი, არტემ ბალახაშვილის ქ. №19

54

№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია

ასპინძა, ერეკლე მეორის ქ. №6

69

№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია

ახალქალაქი, ჯავახიშვილის ქ. №2

210

№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №23

111

№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია

ონი, ქაფიანიძის ქ. №90

69

№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. №18

111

№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია

ცაგერი, რუსთაველის ქ. №41

123

№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ლენტეხი, თამარ მეფის ქ. №31

69

№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია

მესტია, თამარ მეფის ქ. №14

120

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია

ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №46

111

№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია

თერჯოლა, რუსთაველის ქ. №117

99

№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია

საჩხერე, მაჭავარიანის ქ. №41

171

№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია

ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

159

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია

ბაღდათი, სააკაძის ქ. №5

90

№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია

ვანი, თავისუფლების ქ. №63

93

№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია

სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6

150

№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია

ხონი, კაკაბაძის ქ. №2

87

№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია

ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №5ა

174

№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. №8

111

№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია

წყალტუბო, ალ. ყაზბეგის ქ. №2ა

201

№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №31

369

№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1

186

№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია

ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №76

114

№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ჩოხატაური, დუმბაძის ქ. №35

114

№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია

აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა

72

№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია

სენაკი, რუსთაველის ქ. №221

129

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია

მარტვილის, გამსახურდიას ქ. №4

117

№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია

ხობი,  ცოტნე დადიანი ქ. №185

96

№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია

ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58

321

№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია

წალენჯიხა, სალიას ქ. №3

84

№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია

ჩხოროწყუ, კოსტავას ქ. №22

81

№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ფოთი, 26 მაისის  №7

96

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №27

306

№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია

დაბა ქედა, წერეთლის ქ. №2

93

№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. №10

195

№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია

შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №2

147

№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ბათუმი, ტაოს ქ. №1

138

№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია

ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. №9

162

 

შენიშვნა:

  • დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
  • „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განხორციელდება პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ადგილის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე.
  • სასწავლო პროგრამა შესაძლებელია ჩატარდეს ორ ეტაპად:

I ეტაპი: 2019 წლის 25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი

II ეტაპი: 2019 წლის 25 ნოემბერი - 13 დეკემბერი

  • პროგრამისთვის შერჩეული მონაწილეების ტრენინგზე მოწვევა განხორციელდება არაუგიანესს 2019 წლის 20 სექტემბრისა. მონაწილეების ინფორმირება ტრენინგების დაზუსტებული თარიღის თაობაზე, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე მონაწილეებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით ან სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.
  • პროექტის ფარგლებში არ ანაზღაურდება მონაწილეთა ტრანსპორტირებასა და კვებასთან დაკავშირებული ხარჯი.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia