საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო განვითარების სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

26.07.2019
ბეჭდვა

დღეს თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ღონისძიებაზე  ახალგაზრდებს, რომლებმაც თბილისში გაიარეს სასწავლო კურსი, სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გადასცა და სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„ვფიქრობ, თემები, რომელიც საარჩევნო განვითარების სკოლაში თქვენ განიხილეთ და ერთობლივად გაიარეთ, ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ სკოლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდები, ჩვენი კურსდამთავრებულები იყოთ აქტიური, ამ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქეები და გქონდეთ მინიმუმ ის მოტივაცია, რაც ამ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ  არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ.  არჩევნები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლითაც იწყება ქვეყნის მომავალი პოლიტიკური განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქნებით ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი“, აღნიშნა თამარ ჟვანიამ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას.

10 დღიანი სასწავლო კურსი „საარჩევნო განვითარების სკოლაში“ 18-24 წლის ახალგაზრდებმა გაიარეს. სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ასპექტები, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, ინფორმაცია დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების, საქართველოში არსებული არჩევითი ორგანოების, არჩევნებში ჩართული მხარეების, გენდერული თანასწორობის, არჩევნების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. ტრენინგებს ახალგარზდებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები ატარებდნენ.

საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ წელს უკვე მეხუთედ განხორციელდა. საპილოტე პროექტი 10 მუნიციპალიტეტში დაიწყო და მას შემდეგ სკოლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს უკვე სწავლება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდა.

პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia