2019 წლის 3 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ღია საჯარო დაწესებულებად დაასახელა. 2018 წელს საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური სიგელი სწავლების ცენტრის დირექტორს ნათია ზაალიშვილს გადაეცა.
2018 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის კვლევის მიზნებისთვის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 282 საჯარო დაწესებულება შეაფასა. შედეგების მიხედვით სწავლების ცენტრმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი შეფასება მიიღო (მაჩვენებელი - 100%). აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრი ამ ჯილდოს მფლობელი უკვე მეოთხედ გახდა (2011 წ, 2015 წ, 2016 წ და 2018 წ).
დაჯილდოების ცერემონია თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა, სადაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სიგელი 43 საჯარო დაწესებულებას გადაეცა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში 2010 წლიდან ახორციელებს. 2018 წელს ჩატარებული კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა.