საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო საკითხთა მე-18 საერთაშორისო სიმპოზიუმი

09.07.2019
ბეჭდვა

საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიწვევით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავამ საარჩევნო საკითხთა მე-18 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მალდივის რესპუბლიკაში გაიმართა.

საერთაშორისო სიმპოზიუმზე მხარეებმა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხები განიხილეს. მათ არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროექტებზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები იყო - ამომრჩევლის უფლებები, უმცირესობათა უფლებები, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა, ბრძოლა დეზინფორმაციასთან, ასევე სოციალური მედიის მიმართულებით არსებული გამოწვევები.

ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა და ევროპის ქვეყნების პარლამენტის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სიმპოზიუმი საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრისა (ICPS) და მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2019 წლის 3 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia