EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - პროფილური პროგრამა საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის

2019 წლის 20 ივნისიდან  - 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში სწავლების ცენტრმა განახორციელა სასწავლო პროგრამა „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“. აღნიშნული პროექტისთვის მონაწილეები შეირჩევა 64 მუნიციპალიტეტის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული პირობებისა და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი დაეთმო კენჭისყრის დღის განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესის შესწავლას.  პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • საარჩევნო დავების გამომწვევი მიზეზები: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პროცედურული რისკების იდენტიფიცირება;
  • ადმინისტრაციული წარმოება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ორგანიზება და მიმდინარეობა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მომზადება საარჩევნო დავებზე;
  • შესაგებელის ფორმა და რეკვიზიტები.

ტრენინგები ეტაპობრივად 3 ჯგუფს ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც 60 მონაწილე გადამზადდა (ქალი - 38,  კაცი - 22). საინფორმაციო-სასწავლო კურსის ჩატარება სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.

აღნიშნულ სასწავლო პროექტს სწავლების ცენტრი ცესკოსთან თანამშრომლობით 2018 წლიდან ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.