საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ქალაქ სინაიში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა

10.06.2019
ბეჭდვა

„არჩევნებში მონაწილეობა და განათლება დემოკრატიისთვის“ - ამ სახელწოდების სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუმინეთში, ქალაქ სინაიში.

სამუშაო შეხვედრაში, სადაც ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ქეთევან ჯანელიძე და ცესკოს სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების უფროსი მაია გუდაძე მონაწილეობდნენ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს გლობალურ გამოწვევებზე, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდაზე და მათ ჩართულობაზე საარჩევნო პროცესებში. საუბარი შეეხო ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის ეფექტურ მეთოდებს. მონაწილეებმა განიხილეს, რა მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი ამ კუთხით გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში. შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს სოციალური მედიის როლზე საარჩევნო პროცესებში.

ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ქალაქ სინაიში, ასევე მიიღეს მონაწილეობა ფრანკოფონიის საარჩევნო ადმინისტრაციების ქსელის (RECEF) მეშვიდე გენერალურ ასამბლეაში, სადაც გაიმართა დისკუსია ამომრჩეველთა უფლებებისა და მათი საარჩევნო პროცესში ჩართულობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ასევე საუბარი შეეხო ევროპარლამენტის არჩევნებს.

სამუშაო შეხვედრებს ორგანიზება გაუწია რუმინეთის მუდმივმა საარჩევნო კომისიამ ფრანკოფონიის საარჩევნო ადმინისტრაციების ქსელთან (RECEF) თანამშრომლობით. ცესკოს წარმომადგენლები ქალაქ სინაიში 5 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდნენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia