საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების სტატისტიკა

07.06.2019
ბეჭდვა

2019 წლის 3-5 ივნისის პერიოდში, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, განხორციელდა ტრენინგები N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. ტრენინგების ჩატარება სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები განხორციელდა ორ ეტაპად. პირველი ეტაპის ტრენინგები დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სწავლებას, მეორე ეტაპზე სწავლება საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილ (ახალ) წევრებს ჩაუტარდათ.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორცილება კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად;
  • კენჭისყრის პროცესში პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორცილება საარჩევნო უბნის დახურვისა და ხმის დათვლის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსების ინსტრუქცია;
  • საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესი;
  • საარჩევნო უბანში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები და არჩევნების უსაფრთხოების საკითხები;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები;
  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოება.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეორგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.

ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:

  • I ეტაპის ტრენინგი გაიარა 31 საუბნო საარჩევნო კომისიის 83 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 74; კაცი - 9
  • II ეტაპის ტრენინგი გაიარა 31 საუბნო საარჩევნო კომისიის 19 ახალმა წევრმა, მათ შორის ქალი - 17, კაცი - 2

ტრენინგებზე დასწრების დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia