საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის

05.06.2019
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის 6 ივნისს განხორციელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრების სწავლებას.

პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორცილება კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორცილება საარჩევნო უბნის დახურვისა და ხმის დათვლის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეორგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.

ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. II ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia