საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის 3-5 ივნისს განხორციელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სწავლებას.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებზე (საორგანიზაციო, საზედამხედველო და რეაგირებითი) კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვის პროცესში, მათ შორის განხილულ იქნება:
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.