საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საინფორმაციო-სასწავლო პროექტი საჯარო სკოლებში

21.05.2019
ბეჭდვა

2019 წლის 17 მაისს დასრულდა საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. ცესკომ და სწავლების ცენტრმა აღნიშნული სასწავლო პროგრამა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 145 საჯარო სკოლაში განახორციელა.

წელს საინფორმაციო-სასწავლო კურსი საჯარო სკოლების XI-XII კლასის 2763-მა მოსწავლემ გაირა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები, გენდერული თანასწორობა, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. სასწავლო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მონაწილეობით მოეწყო დებატები. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს სიახლეს სასწავლო პროგრამაში და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

კურსის ბოლოს მოსწავლეებმა ჩაატარეს იმიტირებული არჩევნები, რომლის პირობებშიც გამოვლინდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის მიმართულებით თავად მოსწავლეების მიერ შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. დღემდე საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ 494 საჯარო სკოლის 8560- ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა. 

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia