2019 წლის 23 აპრილიდან - 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, განხორციელდა ტრენინგები N1 მთაწმინდის, N22 მარნეულის, N51 ზესტაფონის, N56 ჭიათურის, N67 ზუგდიდის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდა ერთ ეტაპად, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ოთხ ეტაპად განხორციელდა.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, როგორიცაა:
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა;
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
- არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში;
- არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით;
- კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვა და ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურული მექანიზმები;
- კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
- კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსება;
- კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები;
- არჩევნების უსაფრთხოება;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:
ტრენინგი გაიარა 6 საოლქო საარჩევნო კომისიის 65 წევრმა, მათ შორის ქალი - 34; კაცი - 31
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:
- I ეტაპის ტრენინგი გაიარა 393 საუბნო საარჩევნო კომისიის 987 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 628; კაცი - 359;
- II ეტაპის ტრენინგი გაიარა 393 საუბნო საარჩევნო კომისიის 2718 წევრმა, მათ შორის ქალი - 1841, კაცი - 877;
- III ეტაპის ტრენინგი გაიარა 393 საუბნო საარჩევნო კომისიის 992 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 626; კაცი - 366;
- დამატებითი ეტაპის ტრენინგები გაიარა საუბნო საარჩევნო კომისიების 327 წევრმა, მათ შორის ქალი - 209; კაცი - 118;
- IV ეტაპის ტრენინგები გაიარა 393 საუბნო საარჩევნო კომისიის 3703 წევრმა, მათ შორის ქალი - 2489; კაცი - 1214
ტრენინგებზე დასწრების დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.