2019 წლის 11 მაისიდან - 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, განხორციელდა ტრენინგები N57 ტყიბულის და N58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდა ერთ ეტაპად, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები სამ ეტაპად განხორციელდა.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, როგორიცაა:
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა;
- ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და პროცესის უსაფრთხოება;
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
- არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში;
- არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით;
- კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვა - ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და პროცესის უსაფრთხოება;
- ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურული მექანიზმები ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენებით;
- კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
- კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსება;
- კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები;
- არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენებით. საარჩევნო კომისიების წევრებმა ასევე მიიღეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებზე.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:
ტრენინგი გაიარა 2 საოლქო საარჩევნო კომისიის 24 წევრმა, მათ შორის ქალი - 19; კაცი - 5
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:
- I ეტაპის ტრენინგი გაიარა 8 საუბნო საარჩევნო კომისიის 22 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 16; კაცი - 6;
- II ეტაპის ტრენინგი გაიარა 8 საუბნო საარჩევნო კომისიის 69 წევრმა, მათ შორის ქალი - 50, კაცი - 19;
- III ეტაპის ტრენინგი გაიარა 8 საუბნო საარჩევნო კომისიის 91 წევრმა, მათ შორის ქალი - 66 ; კაცი - 25.
ტრენინგებზე დასწრების დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.