საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო-სასწავლო კურსი საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის

07.05.2019
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2019 წლის 6 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის. პროგრამა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 145 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში საჯარო სკოლების მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები, გენდერული თანასწორობა, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. სასწავლო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდების მონაწილეობით დებატების მოწყობას. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს სიახლეს სასწავლო პროგრამაში და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

კურსის ბოლოს მოსწავლეები იმიტირებულ არჩევნებს ჩაატარებენ, რომლის პირობებშიც გამოვლინდება თავად მოსწავლეების მიერ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი 6 – 17 მაისის პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება (I ეტაპი: 6-10 მაისი; II ეტაპი: 13-17 მაისი). სასწავლო პროექტის განხორციელებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 111 ტრენერი უზრუნველყოფს.

იხილეთ I ეტაპის გრაფიკი.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia