2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 8 მაისიდან იწყება საოლქო საარჩევნო კომისიების (№1 მთაწმინდის, №11 საგარეჯოს, №18 ახმეტის, №22 მარნეულის, №51 ზესტაფონის, №38 ადიგენის, №60 ოზურგეთის, №56 ჭიათურის, №84 ხულოს და №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიების) წევრთა ტრენინგები, რომელიც დაეთმობა კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნობიან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, როგორიცაა:
ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.
სასწავლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული 10 ტრენერი. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 2019 წლის 9 მაისს დასრულდება. დეტალური გრაფიკი იხილეთ ბმულზე.