საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის 30 აპრილიდან - 4 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები (პროგრამა ითვალისწინებდა თითო კომისიიდან 9 წევრის სწავლებას). 6 მაისიდან იწყება III ეტაპის ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 20 ტრენერი უზრუნველყოფს. III ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.