საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის 23-24 აპრილს განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის. 30 აპრილიდან იწყება II ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების დანარჩენ წევრთა (9 წევრი ყოველი საუბნო საარჩევნო კომისიიდან) სწავლებას.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.
ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 20 ტრენერი უზრუნველყოფს. II ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.