საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა საოლქო საარჩევნო კომისიებთან საარჩევნო დავების საკითხებზე

20.04.2019
ბეჭდვა

2019 წლის 20 აპრილს სწავლების ცენტრმა და ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა 19 მაისის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში ჩართული საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და იურისტებისთვის. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საოლქო საარჩევნო კომისიების საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება.

სამუშაო შეხვედრა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ძაგანიამ გახსნეს, რომლებმაც არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქმიანობის კვალიფიციურად და ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრას ასევე ცესკოს წევრები არჩილ ანასაშვილი და გიორგი ჭიქაბერიძე ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: კენჭისყრის დღის განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყება; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება განცხადებებზე/საჩივრებზე; საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ორგანიზება; გადაწყვეტილების მომზადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით. მონაწილეები ასევე გაეცნენ 2018 წლის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ანალიზის შედეგებს და მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia